მისამართის არჩევა
ambebi.ge
ambebi.ge
მისამართის დამატება

წესები და პირობები

○ წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „ამბებიშოპ” (ს/ნ 405549483) შორის დადებულ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომლითაც რეგულირდება მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენების პირობები.

 

○ კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მის კონტროლირებად ვებ-გვერდზე თითოული მომხმარებლის ვიზიტსა და იმ ინტერესს, რომელსაც მომხმარებელი ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ იჩენს.

 

○ ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, კომპანია პასუხისმგებლობას იღებს, რომ იზრუნოს მომხმარებლის ინტერესების დაცვაზე და მისთვის მიწოდებული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე. ამავე დროს შპს „ამბებიშოპ” (ს/ნ 405549483) აცხადებს, რომ მომხმარებლისგან მიღებულ პერსონალურ მონაცემებს გამოიყენებს ლეგიტიმურად, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში მითითებული მიზნის მისაღწევად.

 

○ ambebishop.ge-ს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.

 

○ გთხოვთ, ვებ-გვერდით სარგებლობამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს.

 

ტერმინთა განმარტება

მმართველი კომპანია/კომპანია, მოვაჭრე - შპს „ამბებიშოპ” (ს/ნ 405549483) (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი 20/07/2022) იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ქუჩა იოსებიძის, N 49, (ნაკვ.17/1); ქ. თბილისი, ქუჩა ქუთათელის (ყოფ.შჩორსის), N3 ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ქუჩა იოსებიძის, N 49, (ნაკვ.17/1); ქ. თბილისი, ქუჩა ქუთათელის (ყოფ.შჩორსის), N3 ელექტრონული ფოსტა: info@ambebishop.ge;

ვებ-გვერდი - კომპანიის მიერ ოპერირებადი ვებგვერდი ambebishop.ge.

მომხმარებელი - ნებისმიერი იურიდიული პირი ან/და 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი ,რომელიც რეგისტრირებულია ambebishop.ge-ს ვებ-გვერდზე.

მხარეები - მმართველი კომპანია და მომხმარებელი.

პირადი ანგარიში (პროფილი) - მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში/პირადი გვერდი.

რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლა და ანგარიშის შექმნა მომსახურების მიღების მიზნით.

ავტორიზაცია - მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წვდომა.

უნიკალური იდენტიფიკატორი - მომხმარებლის სახელი, მობილური ტელეფონის ნომერი, რომელთა მეშვეობითაც რეგისტრირდება ambebishop.ge-ს ვებ-გვერდზე და სარგებლობს ხელმისაწვდომი სერვისებით.

ოპერაცია - მომხმარებლის მიერ მის ანგარიშთან ან/და პირად გვერდთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება.

პერსონალური მონაცემი (შემდგომ − მონაცემი) − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება . ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ , მათ შორის , სახელით , გვარით , საიდენტიფიკაციო ნომრით , გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური , ფიზიოლოგიური , ფსიქიკური , ფსიქოლოგიური , გენეტიკური , ეკონომიკური , კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

გამოყენების წესები - კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობისათვის წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული წესები.

ხელშეკრულება - მხარეებს შორის წინამდებარე ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნით დადებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

1. განცხადებები და გარანტიები

1.1. ambebishop.ge-ს ვებ-გვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა,რომ:

1.1.1. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან/და 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.

1.1.2. აქვს იურიდიული უფლებამოსილება შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

1.1.3. გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ყოველგვარ საჭირო ზომას მიიღებს მის შესასრულებლად.

1.1.4. უზრუნველყოფს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტეს და მის განახლებას. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე.

1.1.5. არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელში ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელ/დისკრიმინაციულ ფრაზას.

1.1.6. იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

1.1.7. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ambebishop.ge-ს გამართულ ფუნქციონირებას.

1.1.8. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესებითა და პირობებით და ambebishop.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.

1.1.9. დაიცავს აპლიკაციაში რეგისტრაციისას მითითებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

1.1.10. მის მიერ პირადი ანგარიშის (პროფილის) გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

1.1.11. იკისრებს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ კომპანიას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.

1.1.12. ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახავს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდებს და არასდროს გაუმჟღავნებს მათ მესამე პირებს.

1.1.13. არის სრული ქმედუნარიანობის მქონე პირი და მოქმედებს ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით.

 

1. რეგისტრაციის/ავტორიზაციის წესები

1.1. ambebishop.ge-ს მიერ შემოთავაზებული მომსახურეობის მიღების მიზნით მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ambebishop.ge-ს ვებ-გვერდზე.

1.2. მომხმარებელი ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელი და მობილური ტელეფონის ნომერი, ამ უკანასკნელზე მიღებული კოდის შეყვანის შემდგომ მისი ანგარიში ვებ-გვერდზე რეგისტრირებულად მიიჩნევა.

1.3. ვებ გვერდზე რეგისტრაციის შემდეგ მოხმარებელი შეძლებს მმართველი კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურეობის მიღებას, კერძოდ ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის შერჩევასა და შეკვეთის განთავსებას.

1.4. შეკვეთის განთავსების შემდგომ მომხმარებელი ვალდებულია დაამატოს მისამართი და გადაიხადოს პროდუქციის ღირებულება.

1.5. ambebishop.ge-ს ვებ-გვერდით შემდგომი სარგებლობის მიზნით მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია:_მობილურის ნომერზე მიღეწბული კოდის შეყვანით.

 

2. მომსახურების სახე და პირობები

2.1. სერვისის მომწოდებელი, შპს „ამბებიშოპ” (ს/ნ 405549483) შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, სერვისის მომწოდებლის ავტომატური სისტემისა და ინტერნეტ ვებ-გვერდის ambebishop.ge-ს მეშვეობით, მოიძიოს და კალათაში დაამატოს სასურველი პროდუქცია. კალათაში განთავსების შემდეგ „შეკვეთის დასრულება“ ღილაკზე დაჭერის გზით მოხმარებელი ირჩევს მიწოდების მისამართს და შემდგომ მომხმარებელი იხდის პროდუქტის ღირებულებას.

2.2. ღირებულების გადახდა ხორციელდება ნებისმიერი ბარათით, გადახდის განხორციელების მომენტში ვებ-გვერდზე ჩართული საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერში, რა დროსაც ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითება ხდება უშუალოდ საგადასახადო მომსახურეობის პროვაიდერთან, შედეგად მონაცემები შპს „ამბებიშოპ”-ისთვის არაა ხელმისაწვდომი.

2.3. გადახდა ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხა აისახება კომპანიის სისტემაში.

2.4. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია. არასწორი/არასრული საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

2.5. პროდუქტის შეძენამდე მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რომ სწორად დადგინდეს პროდუქტის შესაბამისობა მომხმარებლის წინაშე არსებულ საჭიროებებთან.

2.6. პროდუქტის შეძენამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს პროდუქტის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას. შეკვეთის პროცესის დასრულებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მმართველი კომპანიის დაბრუნებისა და გაუქმების პოლიტიკას.

2.7. შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას სმს შეტყობინების სახით.შეკვეთილი პროდუქტის დეტალები ხელმისაწვდომი იქნება ambebishop.ge-ს საიტზე თქვენს პროფილში, შეკვეთების გრაფაში.

2.8. ambebishop.ge მომხმარებელს სთავაზობს შეკვეთის მიწოდების სტანდარტულ და სწრაფ სერვისს. 16:00 საათამდე მიღებული შეკვეთის მიწოდება ხდება იმავე დღეს, ხოლო 16:00 საათის შემდეგ- შემდეგ სამუშაო დღეს. მიწოდება ხდება თბილისის მასშტაბით და არის უფასო.

2.9. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამბებიშოპი წარმოადგენს შუამავალ პირს მომხმარებელსა და მაღაზიას/მიმწოდებელს შორის. შეკვეთის დამუშავების დროს შესაძლოა აღმოჩნდეს რომ მაღაზიას/მიმწოდებელს არ აქვს თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქცია მარაგში ან არსებობს სხვა გარემოება, რის გამოც თქვენი შეკვეთა უნდა გაუქმდეს. ამბებიშოპი იტოვებს უფლებამოსილებას მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მიზეზით თქვენი შეკვეთის გაუქმების თაობაზე ნებისმიერ დროს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს.

2.10. ვებ-გვერდზე შეძენილი პროდუქციის მოწოდებასთან დაკავშირებული პრეტენზიის შემთხვევაში, მომხარებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.

2.11. ნივთის დაბრუნება შესაძლებელია ნებისმიერი მიზეზით, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, მისი მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა თუ:

○ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს;

○ შეძენილ პროდუქტს ან თანმხლებ ნივთებს აღენიშნებათ რაიმე სახის

○ ნივთი დამზადებულია მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

○ მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და ამდენად საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

○ მიწოდებულ იქნა ჟურნალ-გაზეთები ან სხვა სახის პერიოდული გამოცემა;

○ მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;

○ პროდუქტის დაბრუნების მიზეზია შეუსაბამობა ვებ-გვერდზე განთავსევულ ტექნიკურ მახასიათებლებთან, თუმცა სახეზე ეს შეუსაბამობა არ არის

○ ნივთი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისიანობის ვადა აქვს;

○ ნივთის ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.

○ მომხმარებელმა ნივთის დაბრუნების სურვილი უნდა დააფიქსიროს ნივთის მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. მოთხოვნა უნდა იქნეს დაფიქსირებული მითითებულ ელ-ფოსტაზე: support@ambebishop.ge

 

3. კომპანიის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა

4.1. კომპანია პასუხს არ აგებს არასწორად მოწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე მომხმარებლისთვის ან/და მესამე პირებისთვის მიყენებულ ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე.

4.2. ვებ-გვერდის მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში მმართველი კომპანია უფლებამოსილია დაბლოკოს დამრღვევი მომხმარებლის ანგარიში.

4.3. კომპანია გამორიცხავს როგორც თავის, ასევე მისი ყველა თანამშრომლის, ნებისმიერ პასუხისმგებლობას წინამდებარე დოკუმენტისა და მოქმედი კანონმდებლობის მომხმარებლის მიერ ბრალეული დარღვევის შემთხვევაში.

4.4. კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

4.4. კომპანია იხსნის სრულ პასუხისმგებლობას გაუფრთხილებლობის შედეგად დამდგარ ზიანზე, ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც მესამე პირისათვის გახდა ცნობილი მომხმარებლის ავტორიზაციისათვის საჭირო ინფორმაცია.

4.6. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ მითითებული ბარათის საიდენტიფიკაციო მონაცემების უსაფრთხოებაზე.

4.7. კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ შემთხვევებზე, როდესაც ტექნიკური მიზეზებისა თუ დროებითი ხარვეზის გამო, მომხმარებელმა ვერ შეძლო სასურველი პროდუქციის შეძენა.

5. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, თუ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ხანძარი, აფეთქება, ავარია, ეპიდემია, პანდემია, წყალდიდობა და სხვა ფორს-მაჟორული გარემოებები).

5.1. კომპანია უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, ცალმხრივად შეცვალოს პროდუქტის შეძენის ან/და ანგარიშსწორების წესები.

 

6. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

6.1. კომპანიის კონტროლირებად ვებ-გვერდზე ambebishop.ge ხელმისაწვდომია თანდართული ფაილის სახით წარმოდგენილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

6.2. კონფიდენციალობის პოლიტიკა ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებულ და კომპანიაში არსებულ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც კომპანია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვასა და დამუშავებას.

6.3. ვებ-გვერდზე ambebishop.ge რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და დაეთანხმა კონფიდენციალურობის პოლიტიკას და კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

 

7. მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი

7.1. წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.

7.2. წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის კომპანიის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.

 

8. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8.1. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2. მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

 

9. დასკვნითი დებულებები

9.1. წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ბათილობას.

9.2. წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

9.3. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ ხელშეკრულებაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთ ხსენებული ცვლილების შემდეგ აპლიკაციის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება მომხმარებლის ხელშეკრულების ცვლილებებზე თანხმობად.

9.4. მომხმარებელი უფლებამოსილია კომპანიის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ წესებისა და პირობების მოქმედება კომპანიის მიმართ წერილობითი შეტყობინების განხორციელების საფუძველზე.

9.5. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

9.6. ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიას ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით ელ.ფოსტაზე support@ambebishop.ge

 

ელ. ფოსტა: support@ambebishop.ge